საიტზე ძებნა
 

ანეკდოტები - 3 იანვარს 2011

 გაკვეთილები
ანეკდოტები






* * *

ცოლი ქმარს ეუბნება:

– გუშინ დაგინახე, როგორ გამოხვედი ლუდის ბარიდან!

– აბა რა ვქნა, იქ ხომ ვერ ვიცხოვრებ!



* * *

ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:

– ჩემს მეუღლეს გახდომა უნდა და იპოდრომზე რეგულარულად დადის ცხენით.

– მერე შედეგი როგორია?

– ათი კილოგრამი დაიკლო, ცხენმა.



* * *

ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:

– როგორ არ გრცხვენია? ორმოცი წელი იცხოვრე მეუღლესთან ერთად, ახლა კი მიატოვე და ახალგაზრდა მოიყვანე ცოლად!

– შენ რა გესმის! მოხუც ცოლთან ცხოვრება ღამის ნამდვილი საშინელებაა: ხან ვალიდოლი მიუტანე, ხან გულის წვეთები, ხან ფანჯარა გამოაღე, ხან დაკეტე. საშინელებაა!

ახალგაზრდასთან კი შესანიშნავია, საღამოს წავა, დილას დაბრუნდება და მთელი ღამე მშვიდად მძინავს.



* * *

ცოლი ქმარს ეუბნება:

– წარმომიდგენია, რა საშინელი ეჭვები დაგებადა თავში, როდესაც ორი დღით სახლიდან წავედი.

– ჰო, მაშინვე გავიფიქრე, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი...



* * *

1 იანვრის დილით ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ ასეთი შედეგები გამოიღო:

– გამოკითხულთა 2–მა პროცენტმა უპასუხა "დიახ?"

– 3–მა პროცენტმა "ალო?"

– 95 პროცენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.



* * *

ბებია შვილიშვილს არიგებს:

– როდესაც დაახველებ, ხელისგული პირზე უნდა მიიფარო.

– ნუ გეშინია ბებია, კბილები შენსავით არ გადმომივარდება!



* * *

მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:

– რატომ არ აიყვანეთ ადვოკატი?

– ყველა ადვოკატმა უარი თქვა ჩემს დაცვაზე, როდესაც გაიგეს, რომ ის ხუთი მილიონი არ მომიპარია!



* * *

სტომატოლოგის კაბინეტში:

– ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ...

– ექიმო შეეშვით ჩემ კბილებს!



* * *

ქმარი სახლში დაბრუნებულ ცოლს ეუბნება:

– დღეს ჩვენთან ხანდაზმულთა სახლიდან იყვნენ მოსულები...

– რა თქმა უნდა, რაიმეს მისცემდი?

– აბა რა, დედაშენი გავატანე.



* * *

ქალი ექიმს ეუბნება:

– ექიმო, ჩემმა ქმარმა აიჩემა ნაპოლეონი ვარო!

– არაუშავს, შევეცდები განვკურნო.

– იქნებ პირდაპირ კუნძულზე გადაგვესახლებინა?


ონლაინ მთველელბი

www.wsa.ge Top.Alo.Ge
Break.Ge TOP SITES

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

ფილმები , სერიალები , თამაშები , კლიპები , კონცერტები , ვიდეოები .

ამჯამად საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მომხმარებლები:
რობოტები: Google, Yahoo, MSN
სად მიდიხართ დასასვენებლად?
javascript:; javascript:;
Всего ответов: 20